ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
წიგნის ფესტივალი გუდაურში


2017 წლის 3 ივნისს გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლო“-ს ტერიტორიაზე წიგნის ფესტივალი მეორედ გაიმართა. ღონისძიება „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელშეწყობით ჩატარდა და რეგიონული მნიშვნელობისაა. ფესტივალი ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში იმართება, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში წიგნის კითხვის პოპულარიზებას, ახალი კონტაქტების დამყარებას, წიგნიერების დონის ამაღლებას და ბავშვების წახალისებას.