ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
ველომარათონი


გუდაურში ველომარათონი და მთის მოტოციკლეტების შეჯიბრი გაიმართა. სპორტული ღონისძიებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ენდურო ქლაბ ჯორჯიას ორგანიზებით მოეწყო. სამოყვარულო ველოტურნირში 20 მოყვარული ველომრბოლელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლები. გამარჯვებულებს მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. ველომარათონი სპორტული მაღაზია Cube-ის სპონსორობით გაიმართა. ველოპარკი გუდაურში 2016 წელს მოეწყო. ველობილიკის სიგრძე 4790 მეტრია.  
 
ველომარათონის დასრულების შემდეგ, მეორე დღეს, გუდაურში ერთმანეთს პროფესიონალი მოტომრბოლელები შეეჯიბრნენ. სპორტული ღონისძიება ენდურო ქლაბ ჯორჯიას ორგანიზებით გაიმართა, მოტორბოლა გუდაურში არასაერთო მოხმარების გზაზე ჩატარდა, რომელიც სპეციალურად Hard Enduro ტიპის შეჯიბრისთვის მოეწყო. სპორტსმენებმა სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებები გადალახეს, დაძლიეს აღმართი და გაიარეს ქვიანი რელიეფი. გზა ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ეტაპებად დაიყო, შედეგად, დამწყებ სპორტსმენსაც ჰქონდა შეჯიბრში მონაწილეობის საშუალება. საერთო ჯამში, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეჯიბრში 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. ღონისძიება გუდაურში მეორედ ჩატარდა და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. გუდაურში სპორტული ღონისძიებების გამართვის მიზანია ზაფხულში კურორტის პოპულარიზაცია და ოთხ სეზონურ კურორტად გარდაქმნა.