ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
მოთხილამურე პატრული


2016 წლის დეკემბრის თვიდან სამთო კურორტებზე სათხილამურო პატრული ამოქმედდება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა. რაც შეეხება კანონმდებლობას, რომელიც კურორტებზე უსაფრთხოების ნორმებს დაარეგულირებს, ის ეკონომიკის სამინისტროს მიერ უკვე შემუშავდა, 10 დღის ვადაში კანონმდებლობა გადაიხედება და ცვლილებების შეტანის შემდეგ, მთავრობას წარედგინება. ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, განმარტავს რომ, კანონი შეეხება, როგორც ნასვამ, ასევე ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს.  

"თუ მოსრიალე თავისი ქცევით საფრთხეს უქმნის თავის თავს და გარშემო მყოფებს, მასთან მიდის მოთხილამურე პატრული", - განაცხადა მინისტრმა. კანონით სასრიალო ტრასაზე თოვლმავლებიც აიკრძალება.