ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
ვიზიტი ოლიმპიურ კომიტეტში


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომლებიც მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეისწავლიან - გადაწყვეტილება ამის შესახებ ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან შეხვედრაზე იქნა მიღებული, სადაც თომას ბახს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი შეხვდნენ.

ექსპერტთა ჯგუფი გაეცნობა საქართველოს შესაძლებლობებს, მათ შორის ახალგაზრდული სპორტის განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველომ მთის კურორტების განვითარების კუთხით ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია.

შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებლობა, რომ საქართველომ უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში და აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია, პერსპექტივაში ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა. სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და ამ პროცესში შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელების ფართოდ გამოყენების მნიშვნელობაზე, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს მთის სათხილამურო კურორტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.