ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
ხელოვნური გათოვლიანება გუდაურში

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია „ტექნო ალპინი“ ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიას'' შორის, იტალიაში მოეწერა.

სისტემა გუდაურში, მეორე სათხილამურო გზაზე დამონტაჟდება და 2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე ამოქმედდება.

მსოფლიოში ცნობილი კომპანია ,,ტექნო ალპინი'' ბაზარზე 1990 წლიდან მუშაობს და გათოვლიანების მსგავსი სისტემა 50-ზე მეტ ქვეყანაში აქვს დამონტაჟებული.