ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
კურორტი გუდაური გრანდიოზული სიახლეებით

კურორტი გუდაური 30 წლის იუბილეს გრანდიოზული სიახლეებით ხვდება

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური წელს დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავს. დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი ეკავა. გუდაური 30-ე იუბილეს სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს. კურორტზე 6 ახალი საბაგირო შენდება და ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება ხდება. ახალი საბაგიროები მსოფლიოში საუკეთესო ფირმების “დოპელმაიერისა” და “პომას” იქნება. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები  გაცილებით მეტი მოთხილამურის რიგების გარეშე,  ერთად მიღებას შეძლებს. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20% იზრდება. კურორტზე ასევე მიმდინარეობს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლის სეზონისთვის დასრულებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა. 

უნდა აღინიშნოს,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანიაში” მუდმივად ხდება მომსახურე პერსონალისა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება ევროპული სტანდარტების შესაბამისად.  მთის კურორტების თანამშრომლებმა წელსაც არაერთი ტექნიკური სწავლება გაიარეს. 

წელს გუდაურის სტუმრებს სრულიად ახალი კურორტი დახვდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 მ. სიგრძისაა და 100 000 კუბიანი ხელუვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობა უკვე დასკვნით ფაზაშია. კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობით, ყაზბეგი გუდაურს უერთდება და სრულიად ახალი კლასტერი განვითარდება. 

2018 წლის მაისში საბერძნეთში გამართულ კენჭისყრაზე, საქართველომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მოიპოვა, თავისუფალი სტილით სრიალსა და სნოუბორდში. მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, საქართველოს ეროვნულმა სათხილამურო ფედერაციამ, მსოფლიო სათხილამურო ფედერაციასთან  და იტალიელ ექსპერტებთან ერთად უკვე დაიწყო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადება. ამ ეტაპზე გუდაურსა და ბაკურიანში სათხილამურო არეალების გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.