ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
საინფორმაციო დაფები და მანიშნებლები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" დაასრულა პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ტურისტულ ადგილებში საინფორმაციო დაფებისა და მანიშნებლების მოწყობა და ადგილობრივ თემსა და ვიზიტორებს შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო საშუალებების შექმნა“.

პროექტის ფარგლებში, სამთო სათხილამურო კურორტებზე გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე დამონტაჟდა საინფორმაციო დაფები და მანიშნებლები, რომელიც მიაწვდის ინფორმაციას ვიზიტორებს და ადგილობრივ მოსახლეობას სათხილამურო გზების, საბაგიროების სტატუსის, საზვავე რისკების, უსაფრთხოების წესების, ამინდის, მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებების შესახებ და სხვა. 

ამასთან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადდა გუდაურის, ბაკურიანის და თეთნულდის 76 მაშველი და ადმინისტრაციული პერსონალი. 

ტრენინგები ჩატარდა შემდეგი მიმართულებებით: “საზვავე უსაფრთხოება, საინფორმაციო დაფებზე განთავსებული ინფორმაციის მართვა”; ,,სერვის + და მისი როლი ტურიზმის განვითარებაში”; “დაფებზე განთავსებული ინფორმაციის მომზადება ვიზიტორებისთვის და ეფექტურად მიწოდების საშუალებებები”.

პროექტი განხორციელდა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (Austrian Development Agency) დაფინანსებით