ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
ზამთრის სეზონი გუდაურში
2018 წლის 15 დეკემბერს გუდაურში ზამთრის სეზონი გაიხსნება. გუდაური წელს სეზონს გრანდიოზული სიახლეებით შეხვდება. კურორტზე ექვსი ახალი საბაგირო აშენდა და ორი საბაგიროს რეკონსტრუირება მოხდა. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები  გაცილებით მეტი მოთხილამურის რიგების გარეშე,  ერთად მიღებას შეძლებს. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20% იზრდება. 

კურორტზე ასევე მიმდინარეობს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლის სეზონისთვის დასრულებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 მ. სიგრძისაა და 100 000 კუბიანი წყლის ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობა უკვე დასკვნით ფაზაშია. კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობით, ყაზბეგი გუდაურს უერთდება და სრულიად ახალი კლასტერი განვითარდება.