ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
გუდაურში ზამთრის სეზონი გაიხსნა

2018 წლის 15 დეკემბერს გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

“ჩვენ გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს თავი, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანამ”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუდაურში განაცხადა, სადაც ზამთრის სეზონი დღეს ოფიციალურად გახსნა. 

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ წლევანდელი წელი ტურისტებისთვის განსაკუთრებული და მართლაც დაუვიწყარი იქნება, ვინაიდან გუდაური ახალ სეზონზე დამსვენებელს ბევრ სიახლეს სთავაზობს. 

ზამთრის სეზონის გახსნის ცერემონიაში მთავრობის მეთაურთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი  თეიმურაზ გამცემლიძე და კომპანია "დოპელმაიერის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

კურორტზე 6 ახალი საბაგირო აშენდა და ორი საბაგიროს რეკონსტრუირება მოხდა. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები  გაცილებით მეტი მოთხილამურის რიგების გარეშე,  ერთად მიღებას შეძლებს. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20% იზრდება. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 მ. სიგრძისაა და 100 000 კუბიანი წყლის ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობა უკვე დასკვნით ფაზაშია. კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობით, ყაზბეგი გუდაურს უერთდება და სრულიად ახალი კლასტერი განვითარდება.