ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
კობი-გუდაურის საბაგირო გზა გაიხსნა
2019 წლის 19 იანვარს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კობი-გუდაურის საბაგირო გზა გახსნა. კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 7, 5 კილომეტრზე მეტია და ის საათში 2,800 მგზავრს მოემსახურება. საბაგიროს გარშემო  სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი. 

კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა 3 ხაზისგან შედგება და 111 გონდოლიანია. საბაგირო 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება. პრემიერმინისტრის განმარტებით, ახალი საბაგირო პროექტი ტურისტული მიზნების გარდა დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს გადაადგილების უსაფრთხო საშუალება იქნება. 

დაახლოებით 81 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი საქართველოს მთავრობამ დააფინანსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ქართულმა და ფრანგულმა კომპანიებმა („ფერი“ და „პომა“) განახორციელეს. საბაგირო გზის მშენებლობაზე 300 ადამიანი და 60-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობდა.