ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
Locate თრუსოს ტრავერტინები
თრუსოს ხეობაში, კავკასიონის ჩრდილო ფერდობის გასწვრივ ტექტონიკურ-ეროზიულ ქვაბულში - ბევრგან არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი კასრისხევის ვიწრობის ზემოთ არის, თერგის მარჯვენა ნაპირზე. აქ მრავლად არის ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი, წყლის მიერ მოდელირებული ტრავერტინული „მინდვრები“. გამჭვირვალე წყალი თხელ ფენად ეფინება თვალისმომჭრელ თეთრ ზედაპირს და წარმოშობს უამრავ მოკამკამე პატარა გუბეს.  

მდებარეობა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, თრუსოს ხეობა, მდ. თერგის მარჯვენა ნაპირი, ცენტრალური საავტომობილო გზის პირას, სოფ. ქეთერისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 2093 მეტრი ზღვის დონიდან.    
   
კოორდინატები: N42 34.993 E44 25.646  
 
მისასვლელი გზა: უახლოესი დასახლებული პუნქტია სოფელი ქეთერისი (სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს); 

შედარებით მოშორებულია სოფელი კობი, რომელიც ქ. თბილისიდან დაშორებულია 136 კმ-ით;  ხანგრძლივობა - 2 სთ და 10 წთ;  სოფელი კობი - თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი - 12,8 კმ. გრუნტის გზა. ხანგრძლივობა - 1 სთ;   

დაბა სტეფანწმინდა - თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი - 29,5 კმ. ხანგრძლივობა - 1 სთ და 20 წთ;     

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაბა სტეფანწმინდაში ან დაბა გუდაურში დარჩენა.  
გალერეა