ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
Locate ხადას ხეობა

არაგვის ზედა წელში სოფელ ქვეშეთთან იწყება ულამაზესი ვიწრო ხეობა, რომელიც რამდენიმე კილომეტრზე ორ კლდეს შორის არის მოქცეული. ხეობა იშლება საკმაოდ დიდ ფართობზე. მთაგორიანი ადგილი რამდენიმე კილომეტრზე გრძელდება და შემოფარგლულია მაღალი მთებით. აღნიშნული მონაკვეთი მთლიანად ალპურ ზონას წარმოადგენს.

ხეობა, თავისთავად ძნელად მისადგომია. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა დროის მესვეურთ დიდი და პატარა სიმაგრეები მაინც უშენებიათ. უკანასკნელი პერიოდის გამაგრება კი უწარმოებიათ ხეობის დასაწყისში. ხეობის ვიწრო კარის ჩასაკეტად გამოყენებულია მაღალი კლდის შეღრმავება და მასზე კედელი გრძლადაა მიშენებული. კედელში დატანებულია სათოფეები. ცხადია, ხეობაში გავლელი მტერი გამაგრებული პუნქტის აუღებლად სიღრმეში ვერ შევიდოდა.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ხადას ხეობაში ყოფილა 60 კოშკი, ხოლო მოგვიანებით, XX საუკუნეში აღრიცხულია მხოლოდ 36. ამჟამადუფრო ნაკლები.   

ხადას ხეობის კოშკების უმრავლესობა ე.წ. ზურგიანია და აგებულია ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე. ყველა გვიანი კოშკი პირამიდული ფორმისაა. გამოირჩევა ხეობის ბოლო, სოფელ წკერეში მდგარი ორი, სხვებზე უკეთ შემონახული კოშკი. 

გალერეა