ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
Locate ფასანაური

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე მთიულეთი მდინარე თეთრი არაგვის ხეობას მოიცავს. მისი ცენტრი, დაბა ფასანაური, თეთრი და შავი (გუდამაყრის) არაგვის შესაყართან, კავკასიონის ულამაზესი მთებით გარემოცულ ხეობაში მდებარეობს. დაბის დაარსებასა და განვითარებას ხელი შეუწყო საქართველოს სამხედრო გზის გაყვანამ და აქ, გეოგრაფიული და სტრატეგიული თვალსაზრისით ხელსაყრელ ადგილას, სამხედრო საგუშაგოს შექმნამ.

ფასანაური პოპულარული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. აქა ქალაქის განაპირას, არაგვის ხეობაში, მიწის ზედაპირზე ამოდის რამდენიმე მინერალური წყარო, რომელიც კუჭ-ნაწლავის დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. შუამთის კლიმატის სხეულის ზოგად გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ადგილობრივთა რწმენით, სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა თეთრი არაგვის წყალიც. 

გალერეა