ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
Locate სნოს ციხე
კომპლექსი სნო მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სნოს განაპირას, მდინარე სნოს წყლის მარჯვენა ნაპირზე, კლდეზე. ციხის ანალოგებთან შედარება საშუალებას იძლევა იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრით, ან მომდევნო საუკუნის დასაწყისით დათარიღდეს. სნოს ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ისტორია დუმს. იგი მხოლოდ ერთხელ, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იხსენიება. არაგვის ერისთავი ბარძიმი ატყობინებს რუსეთში მყოფ ვახტანგ VI - ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას და ჩივის ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე. ერთ-ერთი შემოსევის დროს ათი ათასი ლეკი მოადგაო სნოსა და არშას. რა შედეგი მოყვა ასეთ თავდასხმას, წერილში არ ჩანს. ლეგენდის მიხედვით, სნოს ციხე თურმე შიოლა ღუდუშაურს ეკუთვნოდა. ციხე სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა, რადგან, ერთ მხრივ, აქ გადიოდა ცენტრისკენ მიმავალი გზა გუდამაყრის ხეობაზე გავლით, ხოლო მეორე მხრივ, სნოს ხეობა ძველ ხევს აკავშირებდა ხევსურეთთან.   

სნოს ციხე შედგება თითქმის წრიული გალავნისა და ერთი კოშკისაგან. ნაშენია ძირითადად ნატეხი ქვით და შავი ფიქლით, გამოყენებულია დიდი ლოდებიც. კოშკი გეგმით ოთხკუთხაა (4,84,3 მ, სიმაღლე 20 მ.), ზემოთ შევიწროებული და დგას გალავნის სიღრმეში. დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებში შემორჩენილია ცალმაგი სათოფურები და ოთხკუთხა სარკმელ–სათოფურები. 
გალერეა