ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
Locate ჟინვალის წყალსაცავი

ჟინვალის წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით მდებარეობს. აღნიშნული წყალსაცავი განსაკუთრებით მდიდარია თევზებით. მასში დიდი რაოდენობით ბინადრობს ხრამული, კობრი, ვიმბა, კარჩხანა. რთული ფსკერული რელიეფისა  და მიუდგომელი ნაპირების გამო თევზჭერა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ აღნიშნულ წყალსაცავს ამ თვალსაზრისით დიდი  პერსპექტივები გააჩნია.

XII საუკუნეში აშენებული "ჯვარიპატიოსნის" სახელობის ტაძარი წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც 80-იან წლებში დუშეთის რაიონში ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ზამთრის პერიოდში როდესაც წყალი იყინება და მისი დონე დაბლა იწევს, ეკლესიის ნანგრევები ჩნდება. ტაძარი ეხვსი თვე წყალშია მოქცეული, ექვსი თვე კი წყლისგან თავისუფლდება.


 






 



 






 




გალერეა