ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
მთის კურორტების განვითარების კომპანიის და USAID-ის მემორანდუმი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) “ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაზე” ერთობლივი შეხვედრა გამართეს. 

ღონისძიების მიზანი სამთო ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ინიციატივების განხილვა და მათი მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იყო. ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა მთის ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში პერსპექტიული პროექტები.