ENG | GEO
ზამთარი
ზაფხული
ENG | GEO
Live Info
დახურვა
სოც. მედია
ზამთარი
ზაფხული
საცობების რეგულირება და მყარი ნარჩენების მართვა.
როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის კურორტებზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს საცობები და მყარი ნარჩენების მართვა. იმ მიზნით, რომ ზამთრის სეზონზე კურორტებზე გადატვირთული მოძრაობა, დასუფთავების და სხვა საკითხები მაქსიმალურად გაუმჯობესდეს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მოხდა გამოწვევების იდენტიფიცირება და შემუშავდა მათი გადაჭრის გზები. მათ შორისაა როგორც სადისტრიბუციო, ასევე დასუფთავების მანქანების ოპერირების დროის მართვა.
დაბა გუდაურიში სხვადასხვა სავაჭრო, კვების ობიექტებისა და სასტუმროებისთვის სადისტრიბუციო ავტომობილებით მომარაგება მოხდება შემდეგი გრაფიკით:

დაბა  გუდაური 
ორშაბათი-ხუთშაბათი: მოძრაობა თავისუფალია (არ ვრცელდება საათობრივი შეზღუდვა მოძრაობაზე) 
პარასკევი:  10:00-საათიდან იკრძალება გადაადგილება სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის ორშაბათს 10:00 საათამდე. (პარასკევი 10:00-დან,  შაბათი-კვირა: სადისტრიბუციო ავტომობილები ვერ იმოძრავებენ დაბა გუდაურში)
დროებითი შეზღუდვა ამოქმედდება 2020  წლის 01 იანვრიდან მარტის ბოლომდე.
რაც შეეხება მყარი ნარჩენების  გატანის საკითხს, იმ მიზნით, რომ კურორტებზე შენარჩუნდეს სუფთა გარემო, არ წარმოიშვას ხელოვნური საცობი, მყარი ნარჩენების გატანა განხორციელდება ყოველდღე, საღამოს 21:00 დან დილის 09:00-მდე. 
სამთო კურორტებზე გაზრდილი ტურისტული ნაკადების ფონზე უმნიშვნელოვანესია, რომ სხვადასხვა დაწესებულებებმა (საოჯახო და მსხვილმა სასტუმროებმა, მაღაზიებმა, კვების ობიექტებმა და ა.შ) გამოიჩინონ გულისხმიერება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა მოხდეს ამ პერიოდში  -  საღამოს 21:00-დან დილის 09:00-მდე.
ვიმედოვნებთ  რომ ერთიანი ძალისხმევით მიმდინარე ზამთრის სეზონი ქვეყნის კურორტებზე წარმატებით  ჩაივლის. ჩვენს საერთო მიზანს წარმოადგენს ოთხივე ზამთრის კურორტზე იყოს გამორჩეულად წარმატებული სეზონი, რათა მაღალი ხარისხით, მაღალი მომსახურების დონით და გამართული ინფრასტრუქტურით შევხვდეთ როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ დამსვენებლებს.